Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
92 წლის ასაკში ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა მარიო ზაგალო გარდაიცვალა.
ის იყო პირველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, როგორც მოთამაშის ისე მწვრთნელის რანგში შეძლო.
ფეხბურთელის კარიერა ზაგალოს ფლამენგოსა და ბოტაფოგოში აქვს გატარებული, ორივე მათგანში 7-7 წელი. ჯამში მას 5-ჯერ აქვს მოგებული შტატის ჩემპიონატი.
ნაკრებში კი ამპლუით შემტევი მოთამაშე მსოფლიო ჩემპიონი 1958 და 1962 წელს გახდა, ამ უკანასკნელ ტურნირზე ზაგალო საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ზაგალოს მეტსახელი პროფესორი იყო, რაც მისი ტაქტიკური განსწავლულობიდან გამომდინარეობდა. ბრაზილიის ნაკრებს მან 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, 1997 წელს კი კოპა ამერიკა და კონფედერაციის თასი.
კომენტარები
17 დღის წინ
24 დღის წინ
7 დღის წინ