Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიეგო სიმეონესთვის ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო მატჩი წარუმატებელი გამოდგა.
პირველ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ატლეტიკო სტუმრად ინტერთან 0:1 დამარცხდა.
ეს სიმეონესთვის მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი იყო, კიდევ ორი შეხვედრა მან ამ ტურნირზე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
არგენტინელი სპეციალისტი მეცხრე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. აქამდე, ეს შემდეგმა მწვრთნელებმა მოახერხეს:
კარლო ანჩელოტი (198), ალექს ფერგიუსონი (190), არსენ ვენგერი (178), პეპ გვარდიოლა (166), ჟოზე მოურინიო (145), მირჩა ლუჩესკუ (115), მასიმილიანო ალეგრი და იურგენ კლოპი (ორივე 100).
კომენტარები
20 საათის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ