ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ეტიჰადზე მანჩესტერ სიტიმ მადრიდის რეალი მიიღო.
მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. მე-12 წუთზე ანგარიში როდრიგომ გახსნა. 76-ე წუთზე ორი მატჩის ჯამში წონასწორობა კევინ დე ბრუინმა აღადგინა და საბოლოოდ შეხვედრაში დამატებითი დრო ვიხილეთ.
ექსტრა ტაიმებში არაფერი შეცვლილა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვებული მადრიდის რეალი გამოვიდა.
სამეფო კლუბის მხრიდან თერთმეტმეტრიანები ჯუდ ბელინგემმა, ლუკას ვასკესმა, ნაჩო ფერნანდესმა და ანტონიო რუდიგერმა გამოიყენეს, ლუკა მოდრიჩს კი ედერსონმა აჯობა.
სიტის მხრიდან კი ხულიან ალვარესი, ფილ ფოდენი და ედერსონი იყვნენ ზუსტი, ბერნარდუ სილვასა და მატეო კოვაჩიჩს კი ანდრეი ლუნინმა აუღო დარტყმული.
ასე რომ, სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია, სადაც მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება. მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ სიტი კი ტურნირს ემშვიდობება.
კომენტარები
5 საათის წინ
7 საათის წინ
1 დღის წინ