Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე ოქრიაშვილი გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება.
თორნიკე ოქრიაშვილს და დინამო თბილისს შორის ერთწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.
Geo Team-ის ინფორმაციით, დღეს დინამო თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია და თორნიკე ოქრიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, სადაც წინასწარი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად დინამო თბილისში ჩაირიცხება.
სამედიცინო შემოწმება 4 აპრილსაა ჩანიშნული და დიდი ალბათობით, ფეხბურთელი 8 აპრილს, დინამო ბათუმის წინააღმდეგ სამატჩო განაცხადშიც მოხვდება.
თორნიკე ოქრიაშვილი რამდენიმე კვირაა დინამო თბილისში ვარჯიშობს და სამწვრთნელო შტაბი მისი შრომით კმაყოფილია.
ქართველი ფეხბურთელი ბოლოს გაგრას რიგებში გამოდიოდა.
კომენტარები
9 დღის წინ
9 დღის წინ
10 დღის წინ
15 დღის წინ