ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილია თოფურიამ სოციალური ქსელის საშუალებით მაქს ჰოლოუეის მიმართა.
"ერთადერთი კითხვა ჩემ შესახებ ის არის, თუ როგორ დაგაფინიშებ - ნოკაუტით თუ საბმიშენით. მე დავამარცხე ადამიანი, რომელმაც შენ არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ სამჯერ მოგიგო. შენ ახლა ერთადერთი რამ გაქვს, რაც რელევანტურს გხდის და დიდ ფულზე ბრძოლის საშუალებას გაძლევს - BMF-ის ქამარი. მე ფულისთვის აღარ ვიბრძვი, ახლა მხოლოდ მემკვიდრეობისთვის. ამ ქამრის მოგება ჩემს ტიტულთან ერთად პირველობას გამიმყარებს."
"პირველი ვიქნები, რომელსაც ორივე ქამარი ექნება. პირველი, ვინც ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და რაც აუცილებლად მოხდება, როცა ჩვენ ვიბრძოლებთ, პირველი ვიქნები, ვინც დაგაძინებს. ამით შეგიძლია დამშვიდდე: ღმერთი არავის არცხვენს. შენ წააგებ ჩემპიონთან, რომელიც სამუდამოდ ემახსოვრებათ. მე ვწყვეტ ვისთან, სად და როდის ვიბრძოლებ. თუ პირობები არ მოგწონს, დარწმუნებული ვარ, ორტეგა კმაყოფილი იქნება." - წერს თოფურია X-ზე.
მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯის დამარცხებისა და BMF ტიტულის მოპოვების შემდეგ UFC-ის ქართველი ჩემპიონი გამოიწვია, ილიაც ამ ბრძოლაზე თანახმაა.
კომენტარები
8 დღის წინ
15 დღის წინ