შესვლა

burger

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

ფონტის ზომა
TT

2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მე-2 მატჩიც დათმო.

 

ჩვენმა გუნდმა სერბეთს უმასპინძლა და შეხვედრა 63-76 წააგო.

 

ქართველთა მხრიდან 10 ქულაზე მეტი მხოლოდ ორმა მოთამაშემ ჩააგდო. თორნიკე შენგელიამ 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ახალმა ლეგიონერმა ჯო ტომასონმა კი 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

 

გამარჯვებულ გუნდს ქულებში მარკო გუდურიჩმა ულიდერა, რომელმაც 16 ქულა 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 10 ქულაზე მეტი კიდევ სამმა მოთამაშემ ჩააგდო: მარინკოვიჩი, ავრამოვიჩი და პეტრუშევი.

 

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფინეთმა დანია დაამარცხა 89-85, შესაბამისად ჯგუფს სერბეთი ლიდერობს 4 ქულით, ფინეთსა და დანიას 3-3 ქულა აქვთ, საქართველო კი 2 ქულით ბოლო ადგილზეა.

 

რადგან ფინეთი ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყანაა, შესაბამისად გუნდი ავტომატურადაა გასული ტურნირზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე კონკურსგარეშეა. ამ ჯგუფიდან კი კიდევ ორი ქვეყნის ნაკრები უნდა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე.

 

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.