შესვლა

burger

შემცვლელიც ნაპოვნია - ცნობილია, რა შემთხვევაში გაუშვებს იუვენტუსი ალეგრის

ფონტის ზომა
TT

იუვენტუსში მასიმილიანო ალეგრის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.

 

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სეზონის დასრულებამდე იტალიელის გაშვება ნაკლებად სავარაუდოა. ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს იმის მიხედვით, მოიპოვებს თუ არა იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს.

 

თუ ბიანკონერი ოთხეულში ვერ შევა, მაშინ მაქსს დაემშვიდობებიან. მის შემცვლელად უფროსობა ბოლონიას ამჟამინდელ თავკაცს, ტიაგო მოტას განიხილავს, რომელიც ამჟამად თავადაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება და მესამე ადგილს ორი ქულით ჩამორჩება.

 

ალეგრის იუვენტუსთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.