Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლივერპულმა საკუთარ კედლებში ლუთონი გაანადგურა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
იურგენ კლოპის გუნდს ამ მატჩში შეტევის ლიდერები - მო სალაჰი, დიოგუ ჟოტა დარვინ ნუნიესი ტრავმების გამო აკლდა, თუმცა მერსისაიდელებმა მათ გარეშეც შეძლეს ოთხი გოლის გატანა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა ოგბენეს გოლით მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ ვან დაიკმა, გაკპომ, ლუის დიასმა და ჰარვი ელიოტმა მოახერხეს ოთხჯერ მეტოქის დამწუხრება და ლივერპულმა მორიგი მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტვიში.
ამ გამარჯვებით ლივერპულმა 60 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ მან სიტის 4 ქულით გაასწრო, თუმცა პეპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
კომენტარები
23 საათის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ
22 საათის წინ