შესვლა

burger

სიტი ეტიჰადზე ასტონ ვილას უმასპინძლებს

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მანჩესტერ სიტი ასტონ ვილას დაუპირისპირდება.

 

მანჩესტერ სიტი - ასტონ ვილა (23:15) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

სიტის მცველი ნათან აკე არსენალთან შეხვედრაში დაზიანდა და ასტონ ვილასთან ვერ ითამაშებს.

 

ასევე იუქმებენ კაილ უოკერი და ედერსონი, გვარდიოლა კი ჯონ სტოუნსის მზაობაში დარწმუნებული არაან.

 

ასტონ ვილას დანაკლისი სერიოზულია, გუნდს ოლი უოტკინსი ვერ დაეხმარება, რომელსაც სავარაუდოდ ჯონ დურანი შეცვლის.

 

ასევე ვერ ითამაშებენ ჯეიკობ რემზი, მეტი ქეში და ჯონ მაკგინი.

 

მანჩესტერ სიტი 

 

სიტის ამ სეზონში ტოპ 5-ში მყოფი გუნდებისთვის თამაში არ მოუგია (4 ფრე, 2 წაგება).

 

არსენალთან უგოლო შეხვედრის შემდეგ კლუბის სერია დასრულდა. სიტი ყველა ტურნირზე სახლში ზედიზედ 57 მატჩი გოლს იტანდა.

 

ბოლოს გუნდმა ეტიჰადზე ზედიზედ 2 მატჩში გოლის გატანა 2016 წელს ვერ შეძლო.

 

სიტის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 7 ფრე აქვს, რაც 2016-17 წლების შემდეგ (9) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ერლინგ ჰალანდს საკლუბო და სანაკრებო დონეზე ჩატარებული ბოლო 17 მატჩიდან 12-ში გოლი არ გაუტანია, მათ შორის ნორვეგიელმა უკანასკნელი 5 შეხვედრა დატოვა უგოლოდ.

 

კევინ დე ბრუინს 2 გოლის გატანის შემთხვევაში მანჩესტერ სიტის მაისურით ყველა ტურნირზე 100 გოლი დაუგროვდება, ასტონ ვილასთან მატჩი კი მისთვის სიტის მაისურით 250-ე იქნება.

 

ასტონ ვილა

 

უნაი ემერის გუნდს პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 გასვლითი მატჩი არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).

 

ვულვზთან მოგება ამ სეზონში ვილასთვის მე-18 იყო, რითიც წინა სეზონის შედეგი გაიმეორა.

 

მუსა დიაბიმ ბოლო 4 პრემიერლიგურ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ იყო სასტარტო შემადგენლობაში (1 გოლი, 3 საგოლე გადაცემა).

 

ურთიერთშეხვედრები

 

ასტონ ვილამ სიტი დეკემბერში 1-0 დაამარცხა და შეუძლია დუბლი 1962-63 წლების შემდეგ პირველად შეასრულოს.

 

სიტიმ სახლში ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან ვილას 17 მოუგო, მათ შორის უკანასკნელი 13.

 

ბოლოს ეტიჰადზე ასტონ ვილამ 2007 წელს მოიგო.

 

სავარაუდო შემადგენლობები

 

მან სიტი - ორტეგა; ლუისი, დიაში, აკანჯი, გვარდიოლი; როდრი, კოვაჩიჩი; დოკუ, დე ბრუინი, გრილიში; ჰალანდი.

 

ასტონ ვილა - მარტინესი; კონსა, კარლოსი, ტორესი, დინი; ბაილი, ლუიზი, ტილემანსი, როჯერსი; დიაბი, დურანი.

 

მატჩს დარენ ინგლენდი განსჯის, რომელიც პრემიერ ლიგის ამ სეზონში 9 მატჩის მთავარი არბიტრი იყო და მოთამაშეებს 46 ყვითელი და 1 მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

 

გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლები არიან, სიტი 64 ქულით მესამეა, ასტონ ვილა კი 59 ქულით მეოთხე.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.