Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფაელ ვარანი საკუთარ შვილს თავით ხშირად თამაშს არ ურჩევს.
„ჩემი შვიდი წლის შვილი ფეხბურთს თამაშობს და მას ვურჩევ, რომ თავით ნაკლებად ითამაშოს.
შეიძლება ეს უმალვე არ იწვევდეს ტრავმას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ხანგრძლივვადიან პერიოდში, ხშირად ერთიდაიგივეს გამეორებას დამაზიანებელი ეფექტი ექნება.
არ ვიცი ვიცოცხლებ თუ არა 100 წლამდე, მაგრამ ვიცი, რომ მე ჩემი სხეული დავაზიანე, ამას ვგრძნობ.
ამ სეზონში, ერთ-ერთ მატჩში თავით ხშირად თამაში მომიწია და მომდევნო რამდენიმე დღეების მანძილზე დაღლილობას ვგრძნობდი, ასევე მაწუხებდა თვალებიც.
ფეხბურთელები, რომლებიც უმაღლეს დონეზე ვთამაშობთ, ტკივილს მივეჩვიეთ, ჩვენ ჯარისკაცებივით ვართ - ძლიერი ბიჭები, ფიზიკური სიძლიერის სიმბოლოები, მაგრამ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები უბრალოდ გარდაუვალია." - აღნიშნა ფრანგმა.
კომენტარები
5 დღის წინ
4 დღის წინ
1 დღის წინ
5 დღის წინ