სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში პერუ მიიღო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
55-ე წუთზე საჯარიმოში ლეო მესის ჩაწოდების შემდეგ ლაუტარო მარტინესმა ეფექტური დარტყმით აიღო მეტოქის კარი.
თამაშის დარჩენილ ნაწილში აღარაფერი შეცვლილა, არგენტინამ მინიმალური სხვაობის შენარჩუნება ბოლომდე მოახერხა და 1-0 მოიგო კიდეც.
12 მატჩის შემდეგ სკალონის გუნდს 25 ქულა აქვს და ცხრილს 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პერუ კი 7 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა. სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო 6 გუნდი პირდაპირ გადის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები