სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის პლეი-ოფის 1/8 ფინალურ წყვილში მეორე მატჩი გაიმართა ატლანტა იუნატედსა და ინტერ მაიმის შორის. შეხვერა სრულად ჩაატარა საბა ლობჟანიძემ.
პირველი მატჩი ინტერის გამარჯვებით 2-1 დასრულდა, სადაც ქართველმა გაიტანა გოლი. დღევანდელ თამაშშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა, ოღონდ ამჯერად ატლანტამ მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
ანგარიში მე-40 წუთზე ჰექტორ მარტინესმა გახსნა და სტუმრებს პირველი ტაიმი მოაგებინა, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშის მოტრიალება მოახერხეს.
58-ე წუთზე დერიკ უილიამსმა გამოიჩინა თავი, გადამწყვეტი გოლი კი 94-ე წუთზე ქსანდე სილვამ გაიტანა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.
ინტერ მაიამისა და ატლანტა იუნაიტედს შორის გადამწყვეტი მატჩი 10 ნოემბერს გაიმართება, სადაც მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობა გაირკვევა.
1/4 ფინალში მეტოქე ორლანდო სიტისა და შარლოტს შორის გამარჯვებული იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები