Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
თ
თაზო ჩარკვიანი
14 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ში მაიამის გრან პრი გაიმართა, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
რბოლის გამარჯვებული ლანდო ნორისი (მაკლარენი) გახდა, რომლის სასტარტო პოზიციაც მე-5 ადგილი იყო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო. მას ამისთვის 110 ცდა დასჭირდა.
პოდიუმზე დანარჩენი ადგილები მაქს ვერსტაპენმა (რედ ბული) და შარლ ლეკლერმა (ფერარი) დაიკავეს. ნიდერლანდელი მე-2 ადგილზე გავიდა. მონეგასკი კი მე-3-ზე.
მაიამის გრან პრის ეგიდით უიქენდზე სპრინტ რბოლაც გაიმართა, რომელიც ვერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.
მრბოლელთა საერთო ჩათვლას 6 რბოლის შემდეგ სწორედ მაქსი ლიდერობს 110 ქულით, მას მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი მოჰყვება 85 ქულით, ხოლო შარლ ლეკლერი 76 ქულით მესამეა. კონსტრუქტორთა ლიდერი კი რედ ბულია (195 ქულა), მეორე ადგილზე ფერარია (151), მესამე კი მაკლარენია (95).
მომდევნო რბოლა 19 მაისს (ემილია რომანია) გაიმართება.
კომენტარები
18 დღის წინ
21 საათის წინ
1 საათის წინ