ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფორმულა 1-ის სამყაროში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ბოლო წლების ყველაზე დომინანტ გუნდ რედ ბულს ტექნიკური დირექტორი ედრიენ ნიუი ტოვებს.
ნიუი რედ ბულის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა იმ ბოლიდების შექმნა, რომელმაც გუნდს ჩემპიონობა მრავალჯერ მოუტანა.
ბრიტანელი ინჟინერი რედ ბულში 2006 წელს მივიდა და მას შემდეგ ავსტრიულმა გუნდმა კონსტრუქტორთა თასი 6-ჯერ მოიპოვა, რედ ბულის მრბოლელი კი ჩემპიონი 7-ჯერ გახდა (სებასტიან ფეტელი 4-ჯერ, მაქს ვერსტაპენი 3-ჯერ), სულ კი მისი შექმნილი ბოლიდების ანგარიშზე 118 გამარჯვება და 101 პოულია.
ნიუის უკავშირდება კიდევ 6 ჩემპიონობა უილიამსისა და მაკლარენის რიგებში.
ბრიტანელი რედ ბულს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
ედრიენ ნიუის სახელს აქტიურად უკავშირებენ ფერარის, მერსედესსა და ასტონ მარტინს.
კომენტარები
28 დღის წინ
11 დღის წინ