ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
F1-ის 2024 წლის სეზონის მე-2 გრანპრი საუდის არაბეთში იმართება.
დღეს გაიმართა კვალიფიკაცია, სადაც გაირკვა თუ რომელი პოზიციიდან დაიწყებენ მრბოლელები რბოლას ჯედას ტრასაზე.
გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ პოულ პოზიცია მაქს ვერსტაპენმა (რედ ბული) მოიპოვა, რომლის სწრაფი წრეც 1:27.472-ს შეადგენდა. ნიდერლანდელმა 0.319 წამით აჯობა შარლ ლეკლერს (ფერარი), რომელიც რბოლას მე-2 პოზიციიდან დაიწყებს. მაქსის თანაგუნდელი ჩეკო პერესი კი მე-3 იქნება.
მრბოლელების პოზიციები რბოლის წინ ასეთი იქნება:
საუდის არაბეთის გრანპრიზე იძულებითი ცვლილება მოხდა ფერარიში, კარლოს საინსს აპენდიციტის გამო ოპერაცია დასჭირდა, ის კი სარეზერვო მრბოლელმა 18 წლის ოლივერ ბერმანმა ჩაანაცვლა, რომელიც რბოლას მე-11 პოზიციიდან დაიწყებს.
რბოლა შაბათს 21:00-ზე გაიმართება.
კომენტარები
28 დღის წინ
11 დღის წინ
16 დღის წინ