ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში კარლოს ალკარასმა ამერიკელი რაილი ოპელკა დაამარცხა.
211 სანტიმეტრი სიმაღლის ჩოგბურთელი თავისი ძლიერი ჩაწოდებით არის ცნობილი, თუმცა ალკარასმა მასთან გამკლავება სამ სეტში მოახერხა.
6:4 7:5 6:4 და ტურნირის 2022 წლის ჩემპიონი მეორე წრეშია, სადაც მისი მეტოქე იტალიელი მატია ბელუჩი იქნება.
საინტერესოა, რომ კორტზე ესპანელი იმიჯ შეცვლილი, კერძოდ კი თმა გადაპარსული წარსდგა. მატჩის შემდეგ კი აღნიშნა, რომ თმა ძმამ გადაპარსა.