-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ის 26-ე ტურში პარკ დე პრენსზე ფრანგული ფეხბურთის კლასიკა შედგა, სადაც პარი სენ-ჟერმენმა მარსელი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია.
მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები უსმან დემბელემ, ნუნუ მენდეშმა და ლიროლამ (ავტოგოლი) გაიტანეს, ოლიმპიკში კი თავი ამინ გუირიმ გამოიჩინა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა პირველი გოლის კომბინაციაში მიიღო, ჯანლუიჯი დონარუმას გრძელი პასის შემდეგ ქართველმა ფაბიან რუისს თავით დაუგდო ბურთი, ესპანელმა კი დემბელე ერთი ერთზე გაიყვანა.
ხვიჩა ლუის ენრიკემ მე-80 წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა ერნანდესი გამოვიდა.
პარიზელებმა ამ გამარჯვებით მარსელთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ახლა ლიგა 1-ის პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა 19 ქულაა.
17' დემბელე 1-0
42' ნუნუ მენდეში 2-0
51' ამინ გუირი 2-1
76' ლიროლა 3-1
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები