მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში ვალენსიამ მესტალიაზე ვალიადოლიდს უმასპინძლა. ღამურების კარს ტრადიციულად გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე დიეგო ლოპესმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. მე-40 წუთზე პასის დროს შეცდომა ქართველმა მეკარემ დაუშვა, რითიც ხუან ლატასამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
58-ე წუთზე ღამურები წინ უმარ სადიქმა გაიყვანა და საბოლოოდ ვალენსიას მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა კიდეც.
ამ მომენტში მესტალიას ბინადრები 27 ქულით მე-16 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებენ.
7' ლოპესი 1-0
40' მამარდაშვილის შეცდომა და ლატასას გოლი 1-1
58' სადიქი 2-1
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები