მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის FA თასის 1/8 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ფულემს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კელვინ ბესიმ გახსნა და სტუმრებს ტაიმი მოაგებინა.
71-ე წუთზე ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა, ძირითადი დრო კი 1-1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
გამარჯვებული ამ 30 წუთშიც ვერ გამოვლინდა და ოლდ ტრაფორდზე პენალტების სერიის ჩატარება გახდა საჭირო.
ფულემის მხრიდან პენალტები ზუსტად ხიმენესმა, ბერგმა, ვილიანმა და რობინსონმა გამოიყენეს. იუნაიტედიდან კი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანები ლინდელოფმა და ზირკზემ გააცუდეს.
შესაბამისად რუბენ ამორიმის გუნდი თასს გამოეთიშა, ფულემი კი შემდეგ ეტაპზეა.
VIDEO: უელბეკმა ბრაიტონს ნიუკასლთან მოაგებინა - თოლიები შემდეგ ეტაპზე არიან
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები