სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ის პლეიოფში ატლანტა იუნაიტედსა და ინტერ მაიამის შორის პირველი მატჩი გაიმართა. სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა ლობჟანიძე, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა.
თამაშში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-2 წუთზე მასპინძლები ლუის სუარესმა დააწინაურა. ტაიმის ბოლოს კი ატლანტამ ანგარიში გაათანაბრა. 39-ე წუთზე საბა ლობჟანიძე საჯარიმოში კარგად გაიხსნა და მარცხენა ფეხით მეტოქის კარი აიღო.
მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლეო მესიმ გაუკეთა, ესპანელმა მცველმა კი შორეული გასროლით ინტერი კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩი ინტერ მაიამის გამარჯვებით 2-1 დასრულდა. გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 3 ნოემბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები