ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
გ
გიორგი ლემონჯავა
13 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე გერმანიის ჩემპიონი ბაიერ ლევერკუზენი წაუგებელ სერიას აგრძელებს.
ევროპა ლიგის 1/4 ფინალის შეხვედრაში გერმანელები ლონდონს ესტუმრნენ, სადაც ვესტ ჰემს დაუპირისპირდნენ.
პირველი მატჩი ფარმაცევტების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. დღეს კი მე-13 წუთზე ანგარიში მაიკლ ანტონიომ გახსნა. ლევერკუზენი დაუმარცხებელი სერიის დასასრულთან ახლოს იყო, თუმცა 89-ე წუთზე ჯერემი ფრიმპონგმა ვესტ ჰემის კარი აიღო და ბაიერის წაუგებელი სვლა 44 მატჩამდე გაზარდა.
დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 3-1 დასრულდა.
ჩაბი ალონსოს გუნდი კი ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც რომას დაუპირისპირდება.
კომენტარები
4 დღის წინ
10 დღის წინ
4 დღის წინ
4 დღის წინ