სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა გრძელდება. 1 აგვისტოს საქართველოს ღირსებას 2 ოლიმპიელი დაიცავს.
ძიუდოში კაცთა -100 კგ. წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე იასპარეზებს, რომელიც ტურნირში 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე ხორვატ კუმრიჩსა და იტალიელ პირელის შორის გამარჯვებული იქნება.
ძიუდოს შეხვედრები 12:00-დან დაიწყება, ქართველის დაპირისპირება კი რიგით მე-14 იქნება.
დღის ბოლოს თავის მორიგ ბრძოლას გამართავს მოკრივე ლაშა გურული (-63.5 კგ.), რომელმაც 1/8 ფინალში აზერბაიჯანელი მალიქ ჰასანოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულის მეტოქე 1/4 ფინალში ყაზახი ბაზარბაი უულუ მუხამედსაბირი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ლაშა მედალს გაინაღდებს. ქართველის ბრძოლას 23:36-დან ვიხილავთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები