საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეკრებას 23 მარტს, თბილისში დაიწყებს.
მარტის სანაკრებო პაუზის დროს გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრება.
ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა სოფია), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), ირაკლი აზაროვი (შახტარი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი)
შემტევები: გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი)