ბიქსენტ ლიზარაზუმ სტემფორდ ბრიჯზე პარი სენ-ჟერმენის ჩატარებული მატჩი შეაფასა.
„ჩელსი ძალიან შორს იყო თავისი უმაღლესი ევროპული დონისგან, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის შენარჩუნება. თუმცა, შეგვიძლია აღვნიშნოთ დაცვის თამაშის აშკარა პროგრესი.
პარიზელებმა ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვეს, რაც დამაიმედებელია და საჭიროებს გაგრძელებას.
მიუხედავად ორი არასტაბილური მოქმედებისა ჰაერში, საფონოვმა მყარი თამაში აჩვენა და კარში ძალიან საიმედო იყო.“
ლიზარაზუმ პარიზელთა გამარჯვებაში ხვიჩა კვარაცხელიას როლიც შეაფასა.
„გამარჯვების/შემდეგ ეტაპზე გასვლის მთავარი გმირი აშკარად ხვიჩა კვარაცხელიაა.“ - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
"დღეს ჩვენი საღამო იყო" - კვარაცხელიამ მატჩი უეფა-სთან შეაფასა