ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ლიემ როსენიორმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში პსჟ-სთან მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
ლონდონელებმა ორი მატჩის ჯამში პარიზელებთან 2:8 წააგეს და ტურნირს დაემშვიდობნენ.
„მძიმე საღამო იყო. ვიცოდით, რომ რთული ამოცანის წინაშე ვიდექით. თამაში კარგად დავიწყეთ, ბურთს მეტოქის საჯარიმოსთან ვფლობდით, მაგრამ ამ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მაშინ, როცა ჩვენ ვუტევდით, ბარკოლამ 25 მეტრიდან ცხრიანში გაიტანა. ამან მათ თავდაჯერება შესძინა.
ისინი ძალიან ცივსისხლიანები იყვნენ. მესამე გოლისას ბურთი ასხლტა და მათმა მოთამაშემ ზედა კუთხეში დაარტყა. სტატისტიკა ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი დარტყმა გვქონდა. პსჟ-ს შეცდომები არ დაუშვია. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რადგან მათ დაინახეს, რამდენად ბევრი იშრომეს ბიჭებმა.
მამადუ სარი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ორი ძირითადი მარჯვენა მცველი გვაკლდა. არის მომენტები, როცა სხვა მოთამაშეების დაყენება და მათთვის ნდობის გამოცხადება გიწევს. ამან ჩვენს თამაშზე გავლენა იქონია“, – განაცხადა როსენიორმა.