ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

რევანში შედგა: რატომ დასცინა ვინისიუსმა მანჩესტერ სიტის ფანებს?
ფეხბურთიფეხბურთი

რევანში შედგა: რატომ დასცინა ვინისიუსმა მანჩესტერ სიტის ფანებს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვინისიუსი: ფეხბურთი ყოველთვის გაძლევს რევანშის შანსს.


ვინისიუს ჟუნიორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტებში ლიდერობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ბრაზილიელმა შემტევმა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი გაიფორმა და რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.


VIDEO: მე-20 წუთზევე გამქრალი ინტრიგა — რეალმა მანჩესტერშიც მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა


მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ვინისიუსმა შეხვედრის შემდეგ არა მხოლოდ საკუთარ გოლებზე, არამედ გუნდურ სულსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რაც მადრიდელებმა სეზონის ამ ეტაპზე აჩვენეს. მიუხედავად ეფექტური თამაშისა, ბრაზილიელი თვითკრიტიკულიც იყო და აღნიშნა, რომ დაგვირგვინების ფაზაში კიდევ უფრო მეტი მუშაობა მართებს.


ეს გამარჯვება ჩვენი თავდაჯერებულობისთვის უმნიშვნელოვანესია. სეზონის დასაწყისიდან ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ამ დონის კონტროლი, რაც ამ ორრაუნდიან დუელში გვქონდა, აქამდე არ გვქონია. რთული ბრძოლა გადავიტანეთ დიდებული გუნდისა და მწვრთნელის წინააღმდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. პირადად მე ბევრი შანსი გავაფუჭე, თუმცა საბედნიეროდ, მოსაგებად ბევრი მომენტი არც დაგვჭირვებია.


რეალ მადრიდისთვის ეს გამარჯვება გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს. ვინისიუსი თვლის, რომ წინ სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდია, სადაც მოპოვებული იმპულსი როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი იქნება.


ახლა ის მომენტია, როცა ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ დიდი მატჩების დრო დადგა. ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდისთვის ყველაფერი იცვლება, ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.


მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი პენალტს უკავშირდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვინისიუსმა პირველ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბევრს გაუკვირდა, რომ ბურთთან ისევ ის მივიდა. ფეხბურთელმა განმარტა, რომ ეს გუნდში არსებული ნდობის დამსახურებაა.

„პირველ მატჩში ფედე ვალვერდეს ვთხოვე პენალტის დარტყმა, მაგრამ მან უარი თქვა. დღესაც იგივე შევთავაზე, თუმცა მითხრა, რომ სრულიად მენდობოდა“, - იხსენებს ბრაზილიელი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გოლის აღნიშვნამაც. ვინისიუსმა მანჩესტერ სიტის გულშემატკივრების წინაშე ტირილის ჟესტი გააკეთა. ეს იყო პასუხი გასულ სეზონში მათ მიერ გამოფენილ ბანერზე, რომელიც ბრაზილიელს ოქროს ბურთის ვერმოგების გამო დასცინოდა.


ფეხბურთი სწორედ ამიტომაა კარგი, ის ყოველთვის გაძლევს რევანშის შანსს. ჩვენ აქ ვართ და ჩვენ გავიმარჯვეთ. მეოთხედფინალში ჩვენს გულშემატკივრებთან, ოჯახის წევრებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მივდივართ, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავენ.
თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
მან სიტი
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ეზეს შედევრი და რაისის გოლი — არსენალმა ლევერკუზენი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ეზეს შედევრი და რაისის გოლი — არსენალმა ლევერკუზენი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის ისტორიული სირცხვილი პსჟ-სთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსის ისტორიული სირცხვილი პსჟ-სთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეცვალეს და როგორია მდგომარეობა? რა ვიცით კურტუას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ შეცვალეს და როგორია მდგომარეობა? რა ვიცით კურტუას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტრიგა ორ მატჩში და ორი გუნდი სასწაულის იმედად - 1/8 ფინალური ეტაპი სრულდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტრიგა ორ მატჩში და ორი გუნდი სასწაულის იმედად - 1/8 ფინალური ეტაპი სრულდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

VIDEO: ეზეს შედევრი და რაისის გოლი — არსენალმა ლევერკუზენი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

News image

2 სთ წინ

ჩელსის ისტორიული სირცხვილი პსჟ-სთან

News image

12 სთ წინ

რატომ შეცვალეს და როგორია მდგომარეობა? რა ვიცით კურტუას ტრავმაზე

News image

3 სთ წინ

ინტრიგა ორ მატჩში და ორი გუნდი სასწაულის იმედად - 1/8 ფინალური ეტაპი სრულდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება