2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლამინ იამალის დამატებით დროში შესრულებულმა პენალტმა პირველ მატჩში ნიუკასლს ისტორიული გამარჯვება წაართვა, თუმცა "კაჭკაჭებს" პროგრესით შეუძლიათ თავი დაიმშვიდონ.
მათ მანამდე ორივე წინა საშინაო შეხვედრა ჰქონდათ წაგებული ბარსელონასთან, მათ შორის ერთი მიმდინარე სეზონის ლიგის ფაზაში. ახლა კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ პირველად უნდა მოიგონ კამპ ნოუზე.
ბარსელონამ ნიუკასლს საკუთარ მოედანზე 1-0 მოუგო 1997 წელს და 3-1 2002-ში, ბოლო 14 შეხვედრაში კი ინგლისურ გუნდებთან სახლში არ დამარცხებულა (9 მოგება, 5 ფრე), უკანასკნელი ასეთი მარცხი 2007 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან (2-1) იყო.
პირველი მატჩის ტემპი სენტ ჯეიმს პარკზე ბარსელონას დიდად არ აწყობდა, ამიტომ შესაძლოა საკუთარ მოედანზე უფრო ნელი ტემპის დამყარებას ეცადონ.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ჟოან გარსია; ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, ჟოაო კანსელო; ბერნალი, პედრი; იამალი, ფერმინ ლოპესი, რაფინია; ფერან ტორესი
ნიუკასლი: რამსდეილი; ტრიპიერი, ჩაუ, ბერნი, ჰოლი; ტონალი, ჟოელინტონი; მერფი, ვოლტემადე, ბარნსი; გორდონი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად ყველაზე დიდი ჩამორჩენა, რომელიც გუნდმა აღმოფხვრა, ორ გოლს შეადგენს - 2018/19 წლების მერვედფინალში პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა, როცა 2-0 გამარჯვებას 3-1 მარცხი მოჰყვა ძველი გასვლითი გოლების წესის პირობებში.
ატალანტას მიუნხენში ხუთგოლიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდება; ყველაზე ახლოს მსგავსი სასწაულის შესრულებასთან ბარსელონა იყო, როცა 4-0 წაგების შემდეგ 6-1 მოუგო პსჟ-ს 2016/17 წლების მერვედფინალში.
ატალანტას გულშემატკივრებმა პირველ მატჩში მარცხის მიუხედავად გუნდი ტაშით გააცილეს და მწვრთნელი რაფაელე პალადინო მიუნხენში, ალბათ, შეტევით სტილს არ უღალატებს.
ეს შესაძლოა კიდევ ერთი შანსი იყოს ბაიერნისთვის, წარმოაჩინოს თავისი ძლიერი შეტევა, რომელმაც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შინ ოთხივე მატჩი მოაგებინა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი: ურბიგი; სტანიშიჩი, ტა, კიმი, ბიშოფი; გორეცკა, პავლოვიჩი; კარლი, გნაბრი, ლუის დიასი; ჯექსონი
ატალანტა: კარნეზეკი; კოსუნუ, ჰიენი, კოლაშინაცი; ზაპაკოსტა, დე რონი, ედერსონი, ბერნასკონი; დე კეტელარე, სულემანა; კრსტოვიჩი
მას შემდეგ, რაც ლივერპული ლიგის ფაზაში სტამბოლში 1-0 დაამარცხეს, გალათასარაიმ იგივე ანგარიში გაიმეორა მერვედფინალის პირველ მატჩში.
ერთი გოლის ჩამორჩენა მცირე ჩანს ენფილდზე გასამართი მატჩის ფონზე, თუმცა ენფილდის ატმოსფეროს თურქები წარსულში არ შეუშინებია - 2002 წელს 0-0 ითამაშეს, ხოლო 2006-ში 3-2 წააგეს მას შემდეგ, რაც 3-0-ს აგებდნენ.
გალათასარაის შედეგები ინგლისში საუკეთესო არ არის (1 მოგება, 3 ფრე, 8 წაგება), თუმცა ერთადერთი გამარჯვება ლივერპულის ისტორიულ მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედთან იყო სამი წლის წინ, მოქმედი მწვრთნელის ოკან ბურუკის ხელმძღვანელობით. შესაძლოა, მან ენფილდზეც კიდევ უფრო დიდი წარმატება მოიპოვოს.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: ალისონ ბეკერი; ფრიმპონგი, ვან დაიკი, კონატე, კერკეზი; გრავენბერხი, მაკ ალისტერი; სალაჰი, სობოსლაი, ვირცი; ეკიტიკე
გალათასარაი: უგურჯან ჩაქირი; ბოეი, სინგო, აბდულქერიმ ბარდაკჯი, იაკობსი; ტორეირა, ლემინა; ბარიშ ალპერ ილმაზი, გაბრიელ სარა, ლანგი; ოსიმენი
დომინიკ სოლანკეს მეორე ტაიმში გატანილმა გოლმა მადრიდში ატლეტიკოს უპირატესობა ოთხიდან სამ გოლამდე შეამცირა და მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემს დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ დაპირისპირების გადასარჩენად, ჩემპიონთა ლიგაში სასწაულები ხდება.
უფრო მეტიც, ტოტენჰემს ერთხელ უკვე მოუგია ატლეტიკოსთვის ოთხგოლიანი სხვაობით, 5-1 1963 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში როტერდამში, თუმცა დღეს სხვა რეალობაა.
დიეგო სიმეონეს გუნდს, შესაძლოა, ეს ანგარიში გაახსენონ მატჩის წინ, და ასევე გაიხსენონ ლონდონში ჩატარებული ბოლო თამაში, სადაც ამ სეზონის ლიგის ფაზაში არსენალთან 4-0 დამარცხდნენ.
ასეთი შედეგის გამეორება მათ გამოვარდნას გამოიწვევს. ნაკლებად სავარაუდოა? დიახ. შეუძლებელია? არა.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი: ვიკარიო; პორო, რომერო, ვან დე ვენი, სპენსი; გრეი, სარი; ტელი, სიმონსი, კოლო მუანი; სოლანკე
ატლეტიკო: მუსო; პუბილი, ლე ნორმანი, ჰანჩკო, რუგერი; სიმეონე, ლორენტე, კარდოსო, ლუკმანი; გრიზმანი, ალვარესი

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები