მადრიდის რეალმა ორი მატჩის ჯამში მან სიტი 5:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.
თუმცა, ალვარო არბელოას გუნდის სიხარული ერთ-ერთი ლიდერის, ტიბო კურტუას ტრავმამ გააფუჭა, რომელმაც საპასუხო მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთი ტაიმი გაატარა, შესვენების შემდეგ კი მის ნაცვლად ანდრეი ლუნინი გამოვიდა.
VIDEO: მე-20 წუთზევე გამქრალი ინტრიგა — რეალმა მანჩესტერშიც მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა
როგორც ESPN-ის ესპანელი ჟურნალისტი როდრა წერს, ბელგიელ მეკარეს უბრალოდ კუნთი გადაეტვირთა და მწვრთნელმა მისი შეცვლა თავის დაზღვევის მიზნით გადაწყვიტა.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ბელგიელი მეკარე მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს.
თუმცა, უდიდესი ალბათობით, დამატებით კვლევებს კურტუა უახლოეს დღეებში მაინც ჩაიტარებს.