VIDEO: ნორვეგიული ზღაპარი ლისაბონში დიდი ქამბექით დასრულდა — სპორტინგი 1/4 ფინალშია
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში ლისაბონის სპორტინგმა ნორვეგიულ ბოდო/გლიმტს 5:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი მატჩის სტუმრად 0:3 წაგების შემდეგ, სპორტინგს დღეს დიდი ქამბექის შესრულება სჭირდებოდა და ეს წარმატებითაც გამოუვიდა — ძირითად დროში ლისაბონელებმა 3:0 მოიგეს, დამატებით დროში კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე შეძლეს გასვლა.
1/4 ფინალში ქოჩორაშვილის სპორტინგი, რომელმაც ორივე მატჩი დისკომფორტის გამო გამოტოვა, არსენალის და ლევერკუზენის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.