VIDEO: მე-20 წუთზევე გამქრალი ინტრიგა — რეალმა მანჩესტერშიც მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში მადრიდის რეალმა მან სიტი სტუმრადაც დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
ეტიჰადზე გამართული მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი ვინისიუსმა გაიტანა — ერთი პენალტით, მეორე კი მატჩის მიწურულს, თამაშიდან.
სიტიმ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველ წუთებში ტიბო კურტუას კარს რამდენჯერმე სახიფათოდაც დაემუქრა, თუმცა ყველაფერი 22-ე წუთზე გაფუჭდა, როცა ბერნარდუ სილვამ ვინისიუსის დარტყმა ხელით მოიგერია, რის გამოც მსაჯმა მას წითელი უჩვენა და „ქალაქელების" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ვინიმ თავადვე, ამჯერად ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.
პირველი ტაიმის მიწურულს ერლინგ ჰალანდმა ანგარიში გაათანაბრა და სიტის მცირე შანსი დაუტოვა. მეორე ნახევრის სტარტზე სიტიმ 10 კაცითაც მოახერხა მადრიდელების საკუთარ კართან გამოკეტვა, თუმცა ტრავმირებული ტიბო კურტუას ნაცვლად გამოსული ანდრეი ლუნინის კარის აღება ვეღარ მოხერხდა.
საბოლოო ანგარიში კი იმავე ვინისიუსმა უკვე კომპენსირებულ დროში დასვა, როცა ერთი ბურთი თამაშგარის გამო გაუუქმეს, თუმცა რამდენიმე წუთში მან მაინც შეძლო და ტაბლოზე ორი მატჩის ჯამში საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირა.
რეალი 1/4 ფინალში ატალანტასა და ბაიერნის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი მიუნხენელებმა 6:1 მოიგეს და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ შემდეგ ეტაპზე ევროპული „კლასიკო" გველოდება.