VIDEO: ეზეს შედევრი და რაისის გოლი — არსენალმა ლევერკუზენი დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალში არსენალმა საკუთარ მოედანზე ლევერკუზენი დაამარცხა.
ემირეითსზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ბრწყინვალე დარტყმით ებერეჩი ეზემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავის გამოჩენა დეკლან რაისმა მოახერხა.
არსენალმა ორი მატჩის ჯამში 3:1 იმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლისაბონის სპორტინგი იქნება, რომელმაც ბოდო/გლიმტთან დაპირისპირება 0:3-დან შემოატრიალა და საპასუხო მატჩი 5:0 მოიგო.