VIDEO: კვარას გოლი ლონდონში - პსჟ-მ ჩელსი მეორე მატჩშიც გაანადგურა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ ლონდონის ჩელსის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩშიც გაუტანა. პსჟ-მ სტუმრად, ხვიჩას, ბარკოლასა და მაიულუს გოლებით, 3:0 მოიგო და 1/4 ფინალში გავიდა.
ქართველმა შემტევმა მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა, მე-3 გოლისას კი იერიში გაამწვავა და ეპიზოდზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრის მსგავსად, უეფა-მ კვარაცხელიამ კვლავ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და სპეციალური ჯილდო გადასცა.
კვარაცხელიამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მე-7 გოლი გაიტანა, ჯამში კი მე-11 საგოლე მოქმედება მიითვალა - 4 ასისტიც აქვს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში გოლი შეაგდო.
პსჟ-მ ჩელსის ორმატჩიანი დუელი 8:2 მოუგო და 1/4 ფინალში ლივერპულს ან გალათასარაის შეხვდება - ეს ხვალ დაზუსტდება.