პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოთიშვის შემდეგ მანჩესტერ სიტიში მუშაობის პერიოდში ყველაზე რთულ მეტოქეზე ისაუბრა.
გუშინდელი მარცხის შემდეგ (ჯამური ანგარიშით 1:5), როდესაც მანჩესტერ სიტი ზედიზედ მესამე სეზონია მადრიდის რეალთან მარცხდება, გვარდიოლას ჰკითხეს, არის თუ არა რეალი მისი მანჩესტერული კარიერის ყველაზე დიდი დაბრკოლება და გამოწვევა.
„არა. იურგენ კლოპის ლივერპული. შეიძლება თქვენ ესპანეთში იყავით და არ იცით, როგორი იყო ეს.
რეალი... მათ უფრო ხშირად გამოგვაგდეს, მაგრამ ჩვენი მაჩვენებლები დაახლოებით თანაბარია და მათ იციან, როგორ ვთამაშობდით. კლოპის გუნდი კი ის მეტოქე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ფიქრი და მუშაობა მაიძულა“, – განაცხადა გვარდიოლამ.
2023/24 სეზონში რეალმა სიტის პენალტებში აჯობა, შარშან 1/16 ფინალურ პლეიოფში მოუგო ორივე მატჩში, წელს კი 1/8 ფინალში.