მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ ოფიციალურად გაინაღდა ადგილი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.
კობი მაინუს გოლმა გუნდს პრემიერ ლიგის საუკეთესო ხუთეულში ადგილი და ორწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ტიტულოვან ტურნირზე დაბრუნება დაუდასტურა.
ამ დროისთვის 2026/27 წლების სეზონის ლიგის საგზური უკვე 12-მა გუნდმა მოიპოვა. ინგლისიდან იუნაიტედის გარდა კვალიფიკაცია არსენალმა და მანჩესტერ სიტიმ გაიარეს. უეფას კოეფიციენტების რეიტინგის წყალობით, პრემიერ ლიგამ დამატებითი ადგილი მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი ხუთ გუნდს ეძლევა.
ევროპის სხვა ლიგებიდან საგზურები უკვე დაბევებული აქვთ შემდეგ კლუბებს: გერმანიიდან ბაიერნსა და დორტმუნდს, ესპანეთიდან ბარსელონას, რეალსა და ვილიარეალს. ასევე, ტურნირზე მონაწილეობა გარანტირებული აქვთ იტალიურ ინტერს, ფრანგულ პსჟ-ს, ნიდერლანდების ჩემპიონ პსვ-სა და პორტუგალიის ჩემპიონ პორტუს.
მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სულ 36 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი ავტომატურად ნაწილდება შიდა ჩემპიონატების შედეგების მიხედვით, ხოლო დარჩენილი 7 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპზე გათამაშდება.