მუნდიალის მთავარი ფავორიტები დასახელდნენ.
Opta-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის წინ გუნდების შანსები ხელახლა შეაფასა და მთავარ ფავორიტად საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაასახელა.
ტურნირის დაწყებამდე ფრანგების ჩემპიონობის შანსი მხოლოდ 13.01% იყო, თუმცა მიმდინარე შედეგების გათვალისწინებით, მათი ტიტულის მოგების ალბათობა 27.13%-მდე გაიზარდა.
ასე გამოიყურება 8-ვე დარჩენილი გუნდის შანსები:
საფრანგეთი - 27.13%
ესპანეთი - 22.07%
არგენტინა - 14.64%
ინგლისი - 13.07%
ნორვეგია - 6.61%
მაროკო - 4.15%
ბელგია - 3.80%
შვეიცარია - 2.21%.
1/4 ფინალური ეტაპი მუნდიალზე ხვალ, 9 ივლისს, საფრანგეთისა და მაროკოს მატჩით გაიხსნება.