დიბუ მარტივი ბადის კრიტიკას არ ეთანხმება.
არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ უპასუხა კრიტიკას იმის შესახებ, რომ მის გუნდს გადამწყვეტ მატჩამდე მისასვლელად ზედმეტად მარტივი სატურნირო ბადე შეხვდა.
„მისმინეთ... ჩვენ მეოთხედფინალში პორტუგალიასთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ კოლუმბიამ პორტუგალიას აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შემდეგ შვეიცარიამ მოუგო კოლუმბიას და საბოლოოდ ჩვენ შვეიცარიასთან მოგვიწია თამაში.
მეტოქეები ჩვენ არ აგვირჩევია“, - განაცხადა მარტინესმა.