ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის საკლუბო სარგებლის პროგრამის ფარგლებში ჯამში 215 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც იმ კლუბებზე ნაწილდება, რომელთა ფეხბურთელებიც ტურნირზე გამოდიოდნენ.
შემოსავლის ოდენობა დამოკიდებულია როგორც გამოძახებული მოთამაშეების რაოდენობაზე, ისე იმაზე, თუ რამდენად შორს გავიდნენ ისინი ტურნირზე.
მსოფლიო მასშტაბით პირველ ადგილს მანჩესტერ სიტი იკავებს დაახლოებით 4 მილიონი ევროთი, ხოლო სერია ა-ს კლუბებს შორის ლიდერი მილანია. როსონერი თითქმის 2 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 10 ფეხბურთელის ტურნირზე ყოფნითაა განპირობებული.
მილანის შემდეგ სერია ა-ში მოდიან ატალანტა (1.4 მლნ ევრო) და ინტერი (1.3 მლნ ევრო). ინტერის შემთხვევაში შემოსავლის ნაწილი პირდაპირ უკავშირდება ლაუტარო მარტინესს, რომლის ფინალში გასვლა კლუბისთვის 240 000 ევროს სარგებელს ნიშნავს.
პრემიერ ლიგის კლუბები ჯამში 40 მილიონ ევრომდე მიიღებენ, ესპანური კლუბები - 18 მილიონამდე, ხოლო სერია ა-ს კლუბების წილი დაახლოებით 13 მილიონი ევროა.
ლიდერებს შორის ასევე არიან ბარსელონა (3.3 მლნ ევრო) და არსენალი (3.2 მლნ ევრო).