ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში საუკეთესო ტურნირი უწოდა და მომავალ ფინალზე ისაუბრა.
„ფინალი ფეიერვერკს დაემსგავსება. ეს იქნება რაღაც წარმოუდგენელი. მსოფლიო გაჩერდება და 3 მილიარდი ადამიანი ნახავს, თუ რით დასრულდება ეს მსოფლიო ჩემპიონატი.
ეს მუნდიალი სრულიად განსაცვიფრებელი, უნიკალური და საოცარი გამოდგა. აქ არიან საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო გუნდები, ხალხით სავსე სტადიონები და ნამდვილი დღესასწაული. წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით, ეს არის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში.
გარდა ამისა, ის მომავლისთვისაც გვამზადებს. წარმომედგინა, რომ ტურნირი მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ ველოდი - არა ამხელა მასშტაბის, ასეთი ატმოსფეროს, ზეიმისა და ენერგიის.
მთელ მსოფლიოში ბედნიერება სუფევს. რა თქმა უნდა, როცა აგებ, გწყინს, თუმცა ადამიანები დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ ფეხბურთის საზეიმოდ.
არანაირი ინციდენტი არ გვქონია. ტურნირზე ყველა ჩემპიონმა ითამაშა, მაგრამ გამოჩნდნენ ახალი გუნდები და ახალი ქვეყნებიც. ჩვენ ვიხილეთ ისტორიები, რომელთა დაწერა და ლეგენდად ქცევა მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია“, - განაცხადა ინფანტინომ.