• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
18 ფაქტი ფინალიდან - ესპანელთა დომინაცია ციფრებში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

18 ფაქტი ფინალიდან - ესპანელთა დომინაცია ციფრებში

13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო თასი ესპანეთის ტრიუმფით დასრულდა - ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ფინალში არგენტინა 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ იზეიმა. დღევანდელ ბლოგში გუშინდელი მატჩის საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკებს შემოგთავაზებთ.



მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში პირველად დაპირისპირებული მხარეების მოთამაშეთა შორის ასაკში განსხვავება 20 წელი იყო - 39 წლის ლეო მესი 19 წლის ლამინ იამალზე 20 წლითა და 19 დღით უფროსია.



ინგლისთან მატჩში არგენტინელთა ბოლო დარტყმიდან ესპანეთთან ფინალში პირველ დარტყმამდე - 141 წუთსა და 58 წამში, ლიონელ სკალონის შეგირდები 25-ჯერ დაჯარიმდნენ.


2026 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები ბოლო 9 ბარათიდან ყველა არგენტინელებმა მიიღეს - 3 ინგლისთან, 6 ესპანეთთან.


არგენტინელთა უხეშობის მიუხედავად, წლევანდელ მუნდიალზე რეკორდულად ცოტა ჯარიმა ფიქსირდებოდა, საშუალოდ 23 ჯარიმა მატჩში, რაც 1966 წლის შემდეგ (რაც სტატისტიკა იწარმოება) ყველაზე დაბალი შედეგია.



ერთ მუნდიალზე გაკეთებული ყველაზე მეტი ზუსტი პასების ასპექტში ესპანელები დომინირებენ:


756 - როდრი. 2026.

671 - პაუ კუბარსი. 2026.

638 - როდრი. 2022.

616 - აიმერიკ ლაპორტი. 2026.

596 - ჩავი. 2010.


2026 წლის მსოფლიო თასზე როდრიმ 122 ხაზის გამჭრელი გადაცემა გააკეთა, რაც 2010 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია - სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე 126 პასით საუკეთესო ჩაბი ალონსო იყო.


როდრი მეოთხე ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო თასი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა თასი/ლიგა და ოქროს ბურთი მოიგო - ესპანელამდე იგივე შედეგს გერდ მიულერმა, ფრანც ბეკემბაუერმა და ზინედინ ზიდანმა მიაღწიეს.


ესპანეთის ნაკრების მეტოქეების მოსალოდნელი გოლების ალბათობა  2026 წლის მსოფლიო თასზე 0,3-ს შეადგენდა, რაც ბოლო 60 წელიწადში საუკეთესო შედეგია.



19 წლის პაუ კუბარსიმ ფინალური მატჩის 5 სხვადასხვა კომპონენტში ილიდერა:


შეხებები - 139 ზუსტი პასები - 121

პასების სიზუსტის პროცენტულობა - 96%

ხაზის გამჭრელი გადაცემები - 21

ბურთის გამოტანები - 6


ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, რაც გათამაშების მომგებ გუნდებს შორის რეკორდია.


ლამინ იამალი გახდა პირველი თინეიჯერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის ფინალში ითამაშა.


ლამინი და კუბარსი გახდნენ მეოთხე და მეხუთე თინეიჯერები, რომლებმაც მსოფლიო თასის ფინალში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს.


პელე - 1958 (17 წ. 249 დ.)

ჯუზეპე ბერგომი - 1982 (18 წ. 201 დ.)

კილიან მბაპე - 2018 (19 წ. 207დ.)


ესპანეთის ნაკრები უკვე 38 მატჩია არ მარცხდება - რაც ევროპულ და სამხრეთამერიკულ გუნდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.


ფერან ტორესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების გოლი ცვლილებაზე შემოსვლის შემდეგ გაიტანა - პირველად ეს 2014 წელს მარიო გიოთსემ გააკეთა. ორივე ფეხბურთელმა არგენტინას გაუტანა.



1930, 1990 და 2014 წლების შემდეგ არგენტინამ კიდევ ერთი მსოფლიო თასის ფინალი დათმო და წაგებული ფინალების რაოდენობით გერმანიას გაუთანაბრდა.


გუშინდელი ფინალი პირველი მატჩი იყო მუნდიალებზე, სადაც ლიონელ მესიმ ძირითადიდან დაიწყო და თანაგუნდელებს ვერცერთი შანსი შეუქმნა.


არგენტინა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მსოფიო თასის ფინალში 90 წუთის განმავლობაში კარისკენ ვერ დაარტყა.


ლიონელ მესი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის სამ ფინალში ითამაშა - კაფუსგან განსხვავებით არგენტინელმა ნაკრებს სამივე ფინალში უკაპიტნა.




ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

EA FC-ის პროგნოზი - ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეთა სია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

EA FC-ის პროგნოზი - ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეთა სია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლუკა მოდრიჩი მილანში კიდევ ერთი წლით დარჩება!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩი მილანში კიდევ ერთი წლით დარჩება!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

8 სთ წინ

EA FC-ის პროგნოზი - ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეთა სია

News image

7 სთ წინ

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები

News image

7 სთ წინ

ლუკა მოდრიჩი მილანში კიდევ ერთი წლით დარჩება!

News image

7 სთ წინ

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება