• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

2026 წლის მუნდიალზე დამყარებული საუკეთესო რეკორდები

20 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი ისტორიული რეკორდი დამყარდა.


ესპანეთის ნაკრები გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ფლობს მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს. გუნდმა ტურნირი ისე მოიგო, რომ არცერთ მატჩში არ აღმოჩენილა დამარცხებულის როლში, რაც მანამდე მხოლოდ იტალიამ (1938, 1982) და გერმანიამ (1990) შეძლეს. გარდა ამისა, ესპანეთმა დაამყარა მამაკაცთა ნაკრებებს შორის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში (38).

მიუხედავად ფინალში დამარცხებისა, მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საკუთარი სახელი კიდევ ერთხელ ჩაწერა. იგი გახდა მოთამაშე ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით (34), საგოლე გადაცემებით (12) და შექმნილი საგოლე მომენტებით (24). მესი ასევე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ზედიზედ ცხრა მატჩში და ექვს ზედიზედ პლეი-ოფის შეხვედრაში გაიტანა.

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. მან ტურნირზე 10 გოლი გაიტანა, რითაც მისი საერთო მაჩვენებელი 22-მდე გაიზარდა და ლიონელ მესის შედეგი (21) გააუმჯობესა.

ემილიანო მარტინესს ფინალში 11 სეივი ჰქონდა, რაც ფინალების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. არგენტინა გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ფინალში რეგულარულ დროში არცერთი დარტყმა არ განახორციელა.


მთლიან ტურნირზე ასევე დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობის ავტოგოლები (14), შეცვლაზე შემოსული მოთამაშეების გოლები (57) და ქამბექით მოგებული მატჩები (15).


კრიშტიანუ რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე (41 წელი და 147 დღე), რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელი ლეგენდა ასევე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 6 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კრიშტიანუ რონალდუ
ემილიანო მარტინესი
ესპანეთის ნაკრები
მბაპე
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი
რონალდუ
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როდის დაასრულებს რონალდუ კარიერას? - ლეგენდამ უფეხბურთო მომავალზე ისაუბრა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როდის დაასრულებს რონალდუ კარიერას? - ლეგენდამ უფეხბურთო მომავალზე ისაუბრა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ემი მარტინესის ტრანსფერზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ემი მარტინესის ტრანსფერზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუს ოჯახი შოკშია: რა მოხდა ვარსკვლავურ ქორწილში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რონალდუს ოჯახი შოკშია: რა მოხდა ვარსკვლავურ ქორწილში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 აგვ, 2026

როდის დაასრულებს რონალდუ კარიერას? - ლეგენდამ უფეხბურთო მომავალზე ისაუბრა

News image

13 სთ წინ

ემი მარტინესის ტრანსფერზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა

News image

8 სთ წინ

რონალდუს ოჯახი შოკშია: რა მოხდა ვარსკვლავურ ქორწილში?

News image

5 სთ წინ

FC 27 - რა რეიტინგი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება