-
Aa
+
ფონტის ზომა
2024 წელი ბრაზილიის ნაკრებისთვის კვლავ იმედგაცრუებებითაა სავსე. დორივალ ჟუნიორის გუნდმა ამჯერად გამარჯვების მოპოვება ურუგვაის წინააღმდეგ ვერ მოახერხა და მარსელო ბიელსას შეგირდების წინააღმდეგ ფრეს დასჯერდა.
შეხვედრა 1:1 დასრულდა, რაც ნიშნავს რომ ურუგვაი მეორე ადგილზე დარჩა და ლიდერ არგენტინას ხუთი ქულით ჩამორჩება. ბრაზილიის არც თუ ისე სახარბიელო კამპანიის შედეგად კი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან, რაც ისტორიულად ნაკრებისთვის ძალიან ცუდი შედეგია. მუნდიალის პირდაპირ საგზურს სამხრეთ ამერიკიდან ტოპ 6 გუნდი იღებს, რაც ბრაზილიის ნაკრებისთვის დამატებითი ზეწოლაა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, sofascore-ს ვერსიით, მატიას ოლივეირა დასახელდა, ყველაზე დაბალი შეფასება კი აბნერ ვინიციუსმა მიიღო
თუმცა, როგორც ESPN იტყობინება, დორივალ ჟუნიორს ბრაზილიის ფედერაციაში სრულ ნდობას უცხადებენ. ბრაზილიის ნაკრები შემდეგ სანაკრებო შესვენებაზე კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებებს შეხვდება, სამწვრთნელო შტაბში კი ცვლილებები იქამდე ნაკლებად მოსალოდნელია.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები