სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურში ვენესუელის ნაკრებმა მატურინში ბრაზილია მიიღო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმო დარტყმა ზუსტად რაფინიამ შეასრულა და სტუმრებს პირველი ტაიმი მოაგებინა.
ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გათანაბრდა. ტელასკო სეგოვიამ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით აიღო ედერსონის კარი.
62-ე წუთზე ბრაზილიელებს წინ გასვლის შანსი ჰქონდათ. მასპინძელთა მეკარემ საჯარიმოში ვინისიუსი წააქცია და პენალტი დაინიშნა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული რაფაელ რომომ მოიგერია.
მატჩის დარჩენილ დროში სელესაომ გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა. 89-ე წუთზე ალექსანდერ გონსალესმა პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და მასპინძლებმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს, შეხვედრა კი ანგარიშით 1-1 დამთავრდა.
11 მატჩის შემდეგ ბრაზილიას 17 ქულა აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზეა, ვენესუელა კი 12 ქულით მე-7 პოზიციაზეა. სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 6 საუკეთესო გუნდი გადის, მე-7 კი პლეიოფს ითამაშებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები