თამაშების თარიღები, ჯგუფები და ფორმატი – ყველაფერი, რაც 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის შესახებ უნდა იცოდეთ.
რომელ ლიგებში ითამაშებენ გუნდები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგაზე?
ლიგა A
კალათა 1: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია
კალათა 2: იტალია, ნიდერლანდები, დანია, ხორვატია
კალათა 3: სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია
კალათა 4: უელსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი
ლიგა B
კალათა 1: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
კალათა 2: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
კალათა 3: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი
კალათა 4: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
ლიგა C
კალათა 1: ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ყაზახეთი
კალათა 2: ფინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი
კალათა 3: ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ესტონეთი
კალათა 4: ლატვია ან გიბრალტარი, ლუქსემბურგი ან მალტა, მოლდოვა, სან მარინო
ლიგა D
კალათა 1: აზერბაიჯანი, ლიეტუვა, გიბრალტარი ან ლატვია, მალტა ან ლუქსემბურგი
კალათა 2: ლიხტენშტეინი, ანდორა
როდის გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა?
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 12 თებერვალს, ბრიუსელში, საქართველოს დროით 21:00 საათზე გაიმართება.
რა თარიღებია განსაზღვრული 2026/27 წლების ერთა ლიგისთვის?
ტური 1: 24–26 სექტემბერი 2026
ტური 2: 27–29 სექტემბერი 2026
ტური 3: 30 სექტემბერი – 3 ოქტომბერი 2026
ტური 4: 4–6 ოქტომბერი 2026
ტური 5: 12–14 ნოემბერი 2026
ტური 6: 15–17 ნოემბერი 2026
რა არის განსაკუთრებული 2026/27 წლების ერთა ლიგაში?
ლიგის ეტაპი გახანგრძლივებული საერთაშორისო ფანჯრით 2026 წლის 24 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე დაიწყება, რომლის განმავლობაში გუნდები მოკლე დროში ერთა ლიგის ოთხ მატჩს ჩაატარებენ.
2026/27 წლების ერთა ლიგა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპთან იქნება დაკავშირებული. ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგების საფუძველზე, ზოგიერთ გუნდს ფინალური ტურნირის პლეი-ოფებში მოხვედრისთვის დამატებითი შანსი მიეცემა.