საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - მეტოქე ისრაელია.
ნაკრების ოფიციალური სოციალური მედიის გვერდის ცნობით, თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 21:00 საათიდან დაიწყება.
ჩვენს გუნდს ისრაელის წინააღმდეგ აქამდე ისტორიაში 6-ჯერ უთამაშია - 1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.
ისრაელის გარდა, მარტის სანაკრებო პაუზისას შევხვდებით სტუმრად ლიეტუვას - 29 მარტს, კაუნასში.
მარტის ამხანაგური მატჩები 2026-27 წლების უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება.
ჩვენი გუნდი B ლიგაში იასპარეზებს - მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.
ფოტო: Nakrebi.ge