ბულგარეთში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში, ალექსანდრე თავართქილაძემ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდებს შორის, თავართქილაძემ 1/2 ფინალამდე გააღწია, იქ კი ბრძოლა იტალიელ მეტოქესთან დათმო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები თბილისში გამართული მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ასევე, პარიზში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირ Marathon Fleuret-ზე, რაპირით ფარიკაობაში, ანანო ჯინჭარაძემ ფინალში გასვლა შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.