ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ძიუდოს ევროპის ღია პირველობაზე, ნიკოლოზ დავლაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ბულგარელი ანტონ დიმიტროვი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე, დავლაძემ მონტენეგროელ, ავსტრიელ და ხორვატ სპორტსმენებს სძლია, ნახევარფინალი კი ბერძენ ათანასიოს მილონელისთან დათმო.