პარიზში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირ Marathon Fleuret-ზე, რაპირით ფარიკაობაში, ანანო ჯინჭარაძემ ფინალში გასვლა შეძლო.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალური შეხვედრა ეგვიპტელ მეტოქესთან წააგო და გათამაშება ვერცხლის მედლით დაასრულა.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები თბილისში გამართული მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.