შონ ო'მალიმ დენიელ კორმიესთან ისაუბრა, რომ მერაბ დვალიშვილთან პირველ ბრძოლაში ტრავმას ბრძოლაში დიდი როლი არ უთამაშია, თუმცა მისი მზადების პროცესზე იქონია გავლენა.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიდოდი და მერაბს დავანოკაუტებდი. ეს ალჯოსთან (ალჯამეინ სტერლინგი) გავაკეთე. ალჯოსთან ბრძოლა უარიესი იყო, მაშინ ნეკნი მქონდა დაზიანებული. ვიტყოდი, რომ ნეკნის ტრავმა უარესია, ვიდრე თეძოსი.
ამ დაზიანებას ბრძოლაზე იმხელა გავლენა არ მოუხდენია, რამხელაც კემპზე. მერაბთან ბრძოლისთვის სწორად უნდა მოემზადო, უნდა იჭიდაო, უნდა ივარჯიშო გრეპლინგში, ეს კი პირველი ბრძოლისას არ გაგვიკეთებია. ამ კემპში იმაზე მეტი ვიჭიდავე, ვიდრე ოდესმე.
ის ბრძოლა ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. ეს ბრძოლა კი ისე დასრულდება, როგორც უნდა დასრულდეს. აქ გამარჯვება ბევრად უკეთესი იქნება, უფრო ტკბილი. მან მოიგო, ეს სფეროს ბრალი არ იყო. ის არ იყო წნეხის ან მომენტის ბრალი, საქმე ჩემს მომზადებას ეხებოდა.
მერაბის დასამარცხებლად ფოკუსირებული უნდა იყო და სწორად უნდა მოემზადო. მას მანქანას ტყუილად არ ეძახიან, ამიტომაც უნდა გავიდე და მანქანა გავტეხო. ეს იყო ჩემი მიზანი მთელი ჩემი კემპის განმავლობაში.
მე 25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ. არ გამიკვირდება, ემი ხელი აწეული ვნახო და "ახალი" (ჩემპიონი) გამოაცხადონ პირველი ან მეორე რაუნდის ნოკაუტით. ვიცი, რომ მისი გათიშვა შემიძლია. მას თავისი სტილი დახელოვნებული აქვს, ის ამაში ძალიან კარგია, მაგრამ ერთი შეცდომის ამბავია.
ალჯომ ის ერთი შეცდომა დაუშვა მოერე რაუნდში. ერთი შეცდომა მჭირდება, რომ ვინმე გავთიშო და ბრძოლა შევცვალო. არ გამიკვირდება, რომ ნაადრევად გავთიშო, მაგრამ მე 25 წუთის საბრძოლველად მზად ვარ." - განაცხადა ო'მალიმ.
დვალიშვილი და ო'მალი UFC 316-ზე, 8 ივნისს დაუპირისპირდებიან.
"ამჯერად აქცენტი ფინიშზე მექნება" - დვალიშვილი ო'მალისთან ბრძოლაზე