ჟურნალისტმა ფელიქს დიასმა მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს პირველი მოთხოვნები გამოაქვეყნა.
მოურინიომ რეალში მისვლისთანავე დაიწყო ცვლილებები. გავრცელებული ცნობების მიხედვით, პორტუგალიელი მწვრთნელის პირველი სამი მოთხოვნა ასე გამოიყურება:
1. ჯარიმები, როგორც სასჯელი
მოურინიომ ფინანსურ სანქციებზე უარი თქვა. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ ისედაც მდიდარი ფეხბურთელებისთვის დისციპლინური შეცდომების ფულით გამოსწორება პრობლემას არ წარმოადგენს.
2. აღდგენის პერიოდი ვალდებებასის ბაზაზე
ყველა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პროცესი და აღდგენის პერიოდი კლუბის ოფიციალურ ბაზაზე უნდა გაიაროს, რათა სამედიცინო შტაბმა თითოეული მოთამაშის მდგომარეობა მკაცრად აკონტროლოს
3. ბერნარდუ სილვა
პორტუგალიელი ნახევარმცველი, რომელმაც რეალთან კონტრაქტი ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გააფორმა, მოურინიოს ტაქტიკურ სქემაში ცენტრალურ ფიგურად განიხილება, სადაც მისი პოტენციალი ნახევარდაცვის ხაზში მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.