• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მოულოდნელი სტუმარი სანტიაგო ბერნაბეუზე
ფეხბურთიფეხბურთი

მოულოდნელი სტუმარი სანტიაგო ბერნაბეუზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალისა და მალაგას მატჩის მიმდინარეობისას სანტიაგო ბერნაბეუზე მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა.


30 წლის დანი სებალიოსი, რომლის მომავალიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, ყოფილი თანაგუნდელების თამაშს VIP ლოჟიდან ადევნებდა თვალს. კამერებმა ესპანელი ნახევარმცველი კილიან მბაპეს გოლის შემდეგ დააფიქსირეს, როცა მადრიდელები უკვე დამაჯერებლად, 4:0-ს იგებდნენ.


ბეტისში დაბრუნების მოლოდინი


გამოცემა AS-ის ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათზე ნაკლები რჩება, სებალიოსის მთავარი პრიორიტეტი კი მშობლიურ რეალ ბეტისში დაბრუნებაა. ფეხბურთელმა ანდალუსიური კლუბი 2017 წელს სწორედ რეალში გადასასვლელად დატოვა.

ამჟამად იგი მადრიდში ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კლუბებს შორის შეთანხმების დასრულებას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ დრო სწრაფად იწურება, ბეტისის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი ნაბიჯები მიანიშნებს, რომ ესპანელის დაბრუნება ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.


უარი აიაქსს და მთავარი დაბრკოლება


აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში სებალიოსმა ამსტერდამის აიაქსისგან ფინანსურად და სპორტული კუთხით საკმაოდ მიმზიდველი შეთავაზება მიიღო, თუმცა უარი განაცხადა, რადგან საკუთარ მომავალს მხოლოდ ესპანეთს უკავშირებს. ტრანსფერის განხორციელების მთავარ დაბრკოლებად ამ ეტაპზე ანდალუსიური კლუბის მხრიდან ფეხბურთელების დარეგისტრირების პრობლემა და სახელფასო ლიმიტი სახელდება. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული, ჩაიცვამს თუ არა სებალიოსი კვლავ მწვანე-თეთრ მაისურს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

აიაქსი
ბეტისი
ლა ლიგა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ბენზემა კარიერას ამთავრებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ბენზემა კარიერას ამთავრებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯუდ ბელინგემი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯუდ ბელინგემი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი დაფრინავს: როგორ შეცვალა მოურინიომ რეალის თამაში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი დაფრინავს: როგორ შეცვალა მოურინიომ რეალის თამაში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სთ წინ

კოშმარი ბარსელონაში: შესაძლოა ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოხერხდეს

News image

13 სთ წინ

BREAKING: ბენზემა კარიერას ამთავრებს?

News image

13 სთ წინ

ჯუდ ბელინგემი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა

News image

1 სთ წინ

რეალი დაფრინავს: როგორ შეცვალა მოურინიომ რეალის თამაში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება